“ქართული ოცნების” ოფისში” ამ წუთებში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარტიის პოლიტიკური მდივანი, ირაკლი ღარიბაშვილი, გენერალური მდივანი კახა კალაძე და პოლიტსაბჭოს სხვა წევრები ესწრებიან.
სხდომაზე, რომლის კადრებსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს, სავარაუდოდ, თბილისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.