ამ წუთებში, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. მმართველი გუნდის დეპუტატები ერეკლე მეორეს მოედანზე პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ დაიბარეს.
სხდომას დეპუტატებთან ერთად მინისტრების ესწრებიან.
როგორც გვითხრეს, შეხვედრაზე, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს ქვეყანაში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობენ.
სხდომის დასრულების პარტიაში ბრიფინგი უნდა გაიმართოს.