საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი მდინარე ნენსკრას ხეობაში იმყოფებოდა.
პრესსამსახურმა ვიდეო კადრებიც გაავრცელა.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიდან გადაღებული კადრებიდან ჩანს, რომ ადიდებული მდინარის კალაპოტის არცერთ მონაკვეთზე არ შეინიშნება დაგუბებული წყლის მასა, რამაც სტიქიის გამეორების რისკი შეიძლება შექმნას
სტიქიის ეპიცენტრში რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე ხვადაგიანი
ადგილზე, ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფები
სოფელ ჭუბერში 150-მდე მაშველი იმყოფება .