ამ წუთებში, ჩოხატაურის ცენტრში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკა იმყოფება. გაშლილია კარავიც.
სახანძრო-სამაშველო მანქანის და კატერის გამოჩენამ მოქალაქეებში გააჩინა აზრი, რომ ამინდის გაუარესებასთან არსებული გაფრთხილების ფონზე, ტექნიკის მობილიზება წინასწარ ხდება.
თუმცა, როგორც “გურია ნიუსს” უწყებაში უთხრეს, ჩოხატაურში სამაშველო სამსახური თეორიულ-პრაქტიკულ სწავლებას გადის და ამასთან დაკავშირებით გამოფენილია ტექნიკაც.