“არცერთი სამართალდამცავი ისთ ფოინთის ტერიტორიაზე.
ნახევარ საათზე მეტია ამერიკის საელჩომ გაავრცელა განცხადება შესაძლო ბომბის არსებობასთან დაკავშირებით”,_ ამის შესახებ სოციალურ ქსელში თორნიკე მიგინეიშვილი წერს და ფოტოს აქვეყნებს.
“მთავარი არხის” ვებგვერდი ავრცელებს “ისთ ფოინთის” კომენტარს.
“მივყვებით შესაბამისი სამსახურების ინსტრუქციას და მათთან ვთანამშრომლობთ… ამ ეტაპზე ევაკუაცია არ არის გამოცხადებული. ჩვენთან მსგავსი შეტყობინება არ შემოსულა”,_ განაცხადა “ისთ ფოინთის” წარმომადგენელმა “მთავარ არხთან”.































































