სამოქალაქო აქტივისტი, ჟურნალისტი ლაშა მესხი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
“ნამოხვანში ამ წუთებში პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული. ჩახშულია ინტერნეტი და კომუნიკაცია, პოლიციას დაკეტილი აქვს ხეობაში შემავალი გზები. ვერ ხერხდება პროტესტის მონაწილეებთან კონტაქტი“, – წერს ლაშა მესხი.
არასამთავრობო ორგანიზაციას “ეკოს“ დამფუძნებელი ირმა გორდელაძის ინფორმაციით “რიონის ხეობის“ დამცველები იკრიბებიან ადგილზე.
“მთავარი სათქმელი ის არის, რომ რიონის ხეობაში, არანაირი ჰესის მშენებლობა არ იქნება“ ,- აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს ირმა გორდელაძემ.