EURONEWS-ის ინფორმაციით, საბერძნეთში ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. როგორც სამოქალაქო თავდაცვის მინისტრი, ნიკოს ტოსკასი აცხადებს, არის ნიშნები რომლის მიხედვითაც, ცეცხლი განზრახ გააჩინეს.
ხელისუფლება მიზეზად, რის გამოც, მოსახლეობამ ცეცხლისგან გაქცევა ვერ შეძლო, უკანონოდ აშენებულ შენობებს ასახელებს.
რაფინას მუნიციპალიტეტის გენერალური მდივანის, ვასილის პიტაკის განცხადებით, სახლების უკანონო და მიუღებელ ადგილას აშენება პრობლემებს იწვევს, რაც ქუჩის დავიწროებაში აისახება. მანქანებმა ვერ შეძლეს ვიწრო გზაზე სიარული, რის გამოც ხალხი ზღვისკენ ფეხით გარბოდა.
პირველადი ინსპექტირების შედეგად, ხანძრის შედეგად 82 ადამიანი დაიღუპა, 500 სახლი დაზიანდა, 300-ზე მეტი ავტომობილი კი დაიწვა.
CBCNEWS-ის ინფორმაციით, საბერძნეთს დაღუპულების იდენტიფიცირებაში გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის გუნდი დაეხმარება.
როგორც ცნობილია, გუნდის წევრებს დიდ კატასტროფებზე მუშაობის გამოცდილება აქვთ, როგორიც იყო 2002 წელს უებერლინგენში, შვეიცარიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნა და 2004 წელს მომხდარი აზიის ცუნამი.
მაუწყებლის ცნობით, ხანძარს გადარჩენილი ადამიანები ხელისუფლებას არასათანადო რეაგირებაში ადანაშაულებს.
სამძებრო სამუშაოები ზღვასა და დამწვარ ტერიტორიაზე ამ დრომდე მიმდინარეობს.