შოვში, სტიქიის ზონაში, მეოთხე დღეა სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს.
ღონისძიებებში მონაწილეობს მეხანძრე-მაშველები საქართველოს ყველა კუთხიდან. ჩართულია ასევე, ჯარი.
მაშველების მიერ ამ დროისთვის 18 ცხედარია ნაპოვნი, მათ შორის არიან ბავშვები.
სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი.
“გურია ნიუსი” გთავაზობთ კადრებს, რომელიც სტიქიის ეპიცენტრიდან მოაწოდეს.