ამ წუთებში თბილისის შემოსასვლელში საცობია.
ვიდეოს ადგილიდან გვერდი “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს.
ინფორმაციისთვის, გუშინ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ “საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე, მეკლდეურების მეშვეობით ხორციელდება მთის ფერდის ჩამოწმენდის სამუშაოები. რის გამოც, 17 სექტემბრის 12:00სთ-დან 20:00სთ-მდე თბილისის მიმართულებით შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”.
































































