https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

    მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა ხდება თხილის რეაბილიტაციისთვის მილიონების გამოყოფის კვალდაკვალ _ “ხმება, ლპება, ფასი ვარდება…”

23:07; 25.08.2023
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

მიუხედავად იმისა, რომ გურიაში და ზოგადად, დასავლეთ საქართველოში, სახელმწიფო თუ დონორი ორგანიზაციები თხილის რეაბილიტაციისა თუ ხარისხის გაუმჯობესებისთვის მილიონობით თანხებს გამოყოფენ, მრავალი წელია, საქმე უკან მიდის.

_ ჩვენ არ ვიცით, ვინ რას გამოყოფს და სად რა თანხები იხარჯება. ცნობილი ქულების დარიცხვა აგრობარათზე, თხილის ვერც ხარისხს უშველის და ვერც გასახმობად განწირულ ბუჩქებს გადაარჩენს, რომლებიც პლანტაციებში თანმიმდევრულად ხმება, _ ამბობენ ოზურგეთელი მეურნეები, რიგითი მოქალაქეები, თვით თხილის რეალიზაციაზე დასაქმებული ადამიანები, ვისაც ყოველდღიურად უხდება სეზონზე მყიდველებთან თუ გადამყიდველებთან შეხება და როგორც ამბობენ, გაწამდნენ.

რაკი დღეისთვის უკვე ერთნაირად პრობლემური გახდა, როგორც თხილის მცენარის მასობრივი ხმობა, ისე ნაყოფის ხარისხის უშედეგოდ გაუმჯობესებისთვის ზრუნვა, აქტიურად უნდა ვიმსჯელოთ ამ წლების მანძილზე, “მარჩენალ საშუალებად” მიჩნეული კულტურის შესახებ _ რა ხდება და რა ვქნათ უახლოეს მომავალში?

_ ვერაფერს გეტყვით, რა უნდა ვქნათ და ან ახლა რა ხდება. ფაქტია, თხილის ბუჩქი მთლიანად ხმება, თუმცა, ჯერჯერობით, არავინ იცის, რაა გამომწვევი მიზეზი. დიდი ალბათობით, დაავადება ფესვებიდანაა, თუმცა, ჯერ არაფერია გარკვეული. ვცდილობთ კი, _ ამბობს “გურია ნიუსთან” ცნობილი ფიტოპათოლოგი, მეცნიერი ლამზირი ბერიძე. მის ნარკვევები და სტატიები არაერთხელ გამოქვეყნებულა “გურია ნიუსში”. ის ძალზე კომპეტენტური, ცნობილი მეცნიერია ამ სფეროში, წლების მანძილზე მუშაობდა და ახლაც საქმიანობს ანასეულის ინსტიტუტში, თუმცა, დღეისთვის დაზუსტებულ პასუხს ვერ გვაძლევს.

_ ჯერ კიდევ 20 წლის წინ ვურჩევდი ხალხს, რომ დაერგოთ პავლოვნია, წაბლი… ხომ გახსოვთ, “გურია ნიუსშიც” არაერთხელ გამოქვეყნებულა ეს რჩევები. სანამ მე არ მოვჭერი, არ გავუკეთე რეალიზაცია და საკმაოდ დიდი თანხა არ გადამიხადეს, მანამ არ დაიჯერეს. წაბლს როგორი ფასი აქვს, ნახეთ. ახლა ისიც ნახეთ, რომელიმეს მორწყვა, ბარვა, თოხნა სჭირდება? წაბლი, ამავდროულად, ქარსაფარი ზოლია, კარგად დაგეგმარებული თუ გაქვს. პავლოვნიას რა ფასებიც აქვს, იცით _ კლიენტი ადგილზე მოდის. გადაჭრი, ამოიყრის. თავიდან დარგვა არ სჭირდება. ახლა იმასაც დააკვირდით, ფუტკარი როგორ მუშაობს. ჯერ კიდევ აკაციამდე ყვავის პავლოვნია. აძლიერებს ფუტკრის მუშაობას. დაიჯერონ უნდა. შერეული მეურნეობა არის ჩვენი წინსვლის, ეკონომიკური გაძლიერების საფუძველი. რა ვქნათ ახლა, სანამ თხილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს არ გავარკვევთ? დავსხდეთ და ვიგლოვოთ? ფაქტია, თხილს მარტო მავნებელი არ გაუჩნდა მომსპობად. საზოგადოებაც სცოდავს, რომ სათანადო ცნობიერება არ აქვს, _ გვეუბნება აგრონომი აკაკი ღლონტი.

დღეის მდგომარეობით, უცნაური ვითარებაა ოზურგეთის ბაზარზე: ერთი კილოგრამი ყველი 14 ლარი ღირს, ერთი კილოგრამი ნედლი ქინძი _ 17 ლარი, ხოლო ერთ კილოგრამ თხილს ორ ლარად იბარებენ. ცოტას იხეირებს “ბერძნულა” თხილის პატრონი _ თუ გატეხვის შედეგად, ათიდან შვიდი ცალი მაინც საღი იქნება, ერთ ცალში 40 თეთრს გადაუხდიან, ანუ ერთ კილოგრამში _ 2,80 ლარს.

_ ყველი 14 ლარი ღირს, ქინძი _ 17 ლარი, თხილი _ 2 ლარი… “ბრავო”! _ ირონიულად ხუმრობენ ცარიელი (ან სავსე) ტომრებით სახლისკენ მიმავალი გურულები _ ზოგი არ აბარებს თხილს, როგორც თავად ამბობენ, “ნიორთანაქურჩალად” და შინ მიაქვს.

_ არა, ბატონო, ხალხის ბრალიც ბევრია. ქინძი რანაირად ვერ უნდა დათესო და გვალვა რატომ უნდა მოიყვანო მიზეზად? გურიაში მაინც არ დაილევა საამისოდ წყალი და მიწა. ცოტა მეტი თავის შეწუხება უნდა, _ საუბრობენ ბაზრის სივრცეში მოსიარულე ადამიანები.

ყველს რაც შეეხება, ბოლო სამი დღის განმავლობაში, ფასი, თითქმის, ყოველდღე ერთი ლარით იზრდება.

_ ახლა პირუტყვი მთაში ჰყავთ გარეკილი, საძოვრებზე. ამ დროს ისედაც იკლებს წველადობა. ასევე, ბევრია დამსვენებელი, რომელიც რძის ნაწარმზე არ ევაჭრება გამყიდველს და ფასიც, შესაბამისად, მატულობს, _ ამბობენ ადგილობრივები.

შემდეგ კი მსჯელობა კვლავ თხილის ირგვლივ გრძელდება და ამჯერად ბევრ გამწარებულ მოქალაქეს ნახავთ, რომლებმაც უკვე დაიწყეს თხილის პლანტაციების აჩეხვა:

_ სოფელ ნაღობილევში მაქვს თხილის პლანტაცია. ხმობა უკვე დაიწყო. მუშახელი ვერ ვიშოვე. ვეძებ, რომ რაც დარჩა, ნახევარი, ისიც ავჩეხო და ფესვიანად ამოვთხარო. მერე მოვიფიქრებ, რა დავრგო. რად მინდა? მერამდენე წელია, ვეღარ ვხეირობ, _ ამბობს “გურია ნიუსთან” ნატო ღლონტი.

დიდი აქტივობაა სოციალურ ქსელში, საიდანაც არაერთხელ რედაქციასაც ეხმიანებიან ადამიანები, იგივე ჩვენი მკითხველები:

_ ზუსტად გაჩეხვას ვაპირებ. ნახევარ ჰა ფართობზე გაშენებული სათხილე, იძულებული ვარ, გავჩეხო. სხვა გზა აღარ დაგვრჩა. 60 ლარს მუშახელი რომ მოითხოვს, 450 ძირი თხილის მოვლას რამდენი ასეთი ხელი სჭირდება და რამდენი დღით? _ სვამს კითხვას თამარ კუპრაძე.

ნონა გუჯაბიძე, ოზურგეთის მცხოვრები: “პატარა მათემატიკური ექსკურსი ჩავატაროთ _ ბევრი წერს, რომ გურიის თხილი არ ვარგა. 2011 წელს გურიაში ვცხოვრობდით. ამ წელს, თებერვალში 1 კგ ბერძნულა ღირდა 11-12 ლარი. მაშინ დოლარი ღირდა 1.60 ლარი და 14-15 კგ თხილში გიხდიდნენ 100 დოლარს. 2022 წლის თებერვალში თხილი ღირდა 3 ლარი, დოლარის კურსი, დაახლოებით, იყო 2.80. 100 დოლარი რომ აგეღო, საჭირო იყო 90 კგ თხილი. ანუ, 2011 წელს თუ 15 კილო თხილში გაძლევდნენ 100 დოლარს, 2022 წელს უკვე 90 კგ თხილი იყო საჭირო. გამოდის, რომ თხილის ფასი 2011 წელთან შედარებით 6-ჯერ გაიაფდა. ეს არის რეალობა და გამოსავალი თუ არ მოიძებნა, აიჩეხება”.

მანანა კალანდარიშვილი, ოზურგეთის მცხოვრები: “ალბათ, ნაწილს ავჭრი. მაგრამ ეს გამოსავალი არ არის. ფასი, სულ მცირე, 5 ლარი მაინც უნდა იყოს. აუცილებლად მოსაფიქრებელია რაღაც, შეხვედრა და დალაპარაკება უნდა, გაიწეროს პრობლემების მოგვარების გზა და საშუალებები…”

ზურაბ გიორგაძე, ოზურგეთის მკვიდრი: “ყველამ ვიცით, სკოლა როგორც კი დაიწყება, “უცებ, შემთხვევით” ცოტათი მოიმატებს ფასი და მერე ისევ დავარდება… რამდენი მთავრობა და ადგილობრივი “მაგნატი” უნდა ითბობდეს გაჭირვებული ხალხის შრომით ხელს?! თხილს რომ ავჭრით და გავაჩანაგებთ, მაგით რა?! ჩაიც ასე არ გაქრა? მოცვზე ფიქრობთ, რომ ეს წურბელები ხელში ჩაგაფცქვნიან და ძვირად იყიდიან?”

ჩვენი მკითხველები, იგივე მეურნეები, ადამიანები, რომელთა ერთადერთი შემოსავალი ამ გაზაფხულზე მხოლოდ თხილია, ამბობენ, რომ ყველაზე უარესი მდგომარეობა მაინც ოზურგეთშია და სხვა რეგიონებში თხილი უფრო ძვირი ღირს.

თუმცა, ჩვენი გადამოწმებული ინფორმაციით, განსხვავება მხოლოდ 5-10 თეთრშია, რაც ამინდს დიდად არ ცვლის.

“გურია ნიუსს” თურქეთში მყოფმა ერთ-ერთმა კოლეგამ მოაწოდა ინფორმაცია, წელს, იქ არსებული მდგომარეობის შესახებ:

“როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, თურქეთში სეზონურობის გათვალისწინებით, 2023 წლის სეზონზე დაბალი მოსავლიანობაა მოსალოდნელი, რის გამოც, ფერმერებმა და თხილით მოვაჭრეებმა მარაგების შექმნა დაიწყეს. წელს თურქეთში 80000 ტონამდე თხილის მოსავალს ელოდებიან. ამ დროისთვის ევროპის ბაზრისთვის განკუთვნილი ანალოგიური ზომის თხილის გულის ფასი, ტონაზე 6 030 დოლარია (4 950 ევრო). თურქეთი მსოფლიო თხილის ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა. თხილის ბაზრის 75% სწორედ თურქეთზე მოდის, რაც, თავისთავად, გავლენას ახდენს ფასებზე სხვა მწარმოებელ ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოზეც. როგორც სტამბულში თხილის მიმღები საწარმოს ხელმძღვანელები აცხადებენ, თხილის ფასი დამოკიდებულია ხარისხზე. ამ სეზონზე თურქეთი პროგნოზირებული 1,825 მილიონი ტონიდან 810 ტონა მოსავალს ელოდება, რაც გლობალური წარმოების 63%-ია”, _ გვწერენ თურქეთიდან.

გურული ფერმერები გაბრაზებული საუბრობენ “საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი თოდუას განცხადებაზე, რომელიც ხალხს მოუწოდებს, ამ ეტაპზე თავი შეიკავონ თხილის გაყიდვისგან.

“ნუ გაყიდიან, ჩვენი თხოვნაა, არ გაყიდონ ახლა. გააშრონ და მერე გაყიდონ. ჯერ არ არის გაყიდვის სეზონი, ტენიანობაც მაღალი აქვს ახლა თხილს, შეიძლება გაუფუჭდეთ. ან ვინც იყიდის, იმას გაუფუჭდეს. რისკები მაღალია. სჯობს, გააშრონ.

ასოციაციის ძალისხმევით მოეწყო საშრობი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში. ქობულეთიდან და ხელვაჩაურიდანაც არაა შორი. გურია-აჭარაში არ იყო აქამდე საშრობი, არც ტრადიცია იყო შრობის. დღეს არის და უნდა გამოვიყენოთ ეს აუცილებლად.

მოსავალს რომ ავიღებთ, ამას ჭირდება აუცილებლად შრობა. არასწორი შრობის შედეგად გურიასა და აჭარაში ფუჭდებოდა თხილის ხარისხი. ჩვენი ასოციაცია მზადაა უფასოდ მოემსახუროს იმ ფერმერებს, ვინც ისარგებლა სუბსიდიით, ვინც კარგად მოუარა თხილს. შრობის და დასაწყობების თანხას არ გადავახდევინებთ წელს. ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ“, _ ამბობს გიორგი თოდუა.

_ თოდუა ჩვენ არ გვეკითხება, შეგვიძლია თუ არა კიდევ თვეების მანძილზე თხილის შენახვა. ან ლანჩხუთში სირბილი მის გასაშრობად. როგორ უფასოდაც არ უნდა მოახდინონ ჩვენი და ჩვენი პროდუქციის ტრანსპორტირება. დაგვცინის, ეტყობა. არ იცის, რომ სოფლის მცხოვრებთა ძირითადი ნაწილი, ლუკმა-პურის ფულს სწორედ ამ თხილის გაყიდვით შოულობს? თუ უცხოპლანეტელია? გასაგებია, მას ათასობით ლარი ხელფასი აქვს, როგორც მისი ასოციაციის დანიშნულ აგროკონსულტანტებს. ჩვენ კი ამ გროშებზე ვართ მიჩერებული, _ ამბობენ ჩვენთან საუბარში მოქალაქეები, რომლებსაც ყოველდღე ვხვდებით ოზურგეთში. ისინი თხილის შენახვაზე კი არა, მის გასაყიდად ქუჩიდან ქუჩაზე ხეტიალობენ, რომ რომელიმე მიმღებ პუნქტში, იქნებ, ათიოდე თეთრით მეტ ფასად ჩააბარონ… ამ მდგომარეობაშია სოფლის მცხოვრებთა სრული უმრავლესობა.

“გურია ნიუსი” კვლავ აგრძელებს თხილთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე ყველა ინფორმაციის გაშუქებას.

დღეის მდგომარეობით, უეჭველია, ეს პრობლემები, კიდევ კარგა ხანს არ გადაიჭრება…

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

აკაკი ღლონტილამზირი ბერიძე
გაზიარება6Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება 20 იანვრამდე საქართველოში

11:02; 17 იანვარი, 2026
საზოგადოება

“აფეთქების ხმა იყო”- ავტოსახელოსნო იწვის

20:37; 16 იანვარი, 2026
საზოგადოება

ხელჩართული ჩხუბი ვაკეში – ვიდეო ადგილიდან

17:53; 16 იანვარი, 2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ- ვალუტის კურსი

17:27; 16 იანვარი, 2026
საზოგადოება

გამოიკვეთა თუ არა მყისიერი საფრთხე მყინვარების კვლევის შედეგად

16:30; 16 იანვარი, 2026

როგორი ქმარია ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანი

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ თქვენი მომავალი განსაზღვროთ

ყველა სიახლე

საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება 20 იანვრამდე საქართველოში

11:02; 17.01.2026
ზაფრანი

ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშნები

10:59; 17.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების მთავარი ღირსებები

10:57; 17.01.2026
ზაფრანი

როგორი სიყვარულით გაჯილდოებენ ვარსკვლავები

10:53; 17.01.2026
ზაფრანი

როგორი სიყვარულით გაჯილდოებენ ვარსკვლავები

10:47; 17.01.2026
ზაფრანი

კარმის კანონი

10:46; 17.01.2026
საზოგადოება

“აფეთქების ხმა იყო”- ავტოსახელოსნო იწვის

20:37; 16.01.2026
პოლიტიკა

“არ შეესაბამებოდა სტანდარტებს”- კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის საქმეზე ანგარიშს აქვეყნებს

19:21; 16.01.2026
G-NEWS TV

„მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

18:29; 16.01.2026
სამართალი

ავტომობილი მოზარდს დაეჯახა

17:55; 16.01.2026
საზოგადოება

ხელჩართული ჩხუბი ვაკეში – ვიდეო ადგილიდან

17:53; 16.01.2026
კულტურა

ტიმოთი შალამემ უკრაინელები აღაშფოთა

17:32; 16.01.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ- ვალუტის კურსი

17:27; 16.01.2026
ფინანსები

საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16:35; 16.01.2026
საზოგადოება

გამოიკვეთა თუ არა მყისიერი საფრთხე მყინვარების კვლევის შედეგად

16:30; 16.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო