იაპონიაში, ჰანედას აეროპორტში სანაპირო დაცვის თვითმფრინავსა და სამგზავრო თვითმფრინავის შეჯახების შედეგად, სანაპირო დაცვის თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ხუთი ადამიანი დაიღუპა, _ ამის შესახებ BBC იუწყება.
იაპონიის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, მათი თვითმფრინავი ნიიგატას აეროპორტისკენ მიდიოდა. მათ ნოტოს ნახევარკუნძულზე მიწისძვრით დაზარალებულთათვის დახმარება უნდა გაეწიათ.
დაიღუპა სანაპირო დაცვის ეკიპაჟის 5 წევრი, როგოც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პილოტმა გადმოხტომა მოასწრო, თუმცა მან ძალიან მძიმე დაზიანებები მიიღო.
რაც შეეხება სამგზავრო თვითმფრინავს, აქ მყოფი ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი გადარჩა.
ჰანედას აეროპორტში მომხდარი შემთხვევის გამო ყველა ფრენა გაუქმებულია.