გომისმთა მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბჟუჟის ხეობაში, ზღვის დონიდან 2100-2755 მეტრის სიმაღლეზე.
რელიეფი _ მთაგორიანია, კლიმატი კი საშუალო მთის. ზამთარი ცივია და უხვთოვლიანი, ზაფხული _ ზომიერად გრილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 15–18°C.
გომისმთა გარშემორტყმულია წიწვოვანი ტყით და წყაროებით.
გომისმთასთან ახლოსაა ჭინჭაოს ტბა, რომელიც ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მდებარეობს.
ზამთარი ცივი და უხვთოვლიანია, ზაფხული _ ზომიერად გრილი.
აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 15–18°C. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში 2000-2060 საათია.
გომისმთაზე ასულებს, სადაც ჯერ კიდევ თოვლია, რამდენიმე ოჯახი დაგვხდა _ ძირითადად მესაქონლეები. ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ დამსვენებლების მოლოდინში არიან:
_ ყოველწლიურად 5000-მდე ადამიანი სტუმრობს გომისმთას. მართალია, ელექტროენერგია არ არის, მაგრამ იმდენად უნიკალური კურორტია, რომ კომფორტის არ არსებობის მიუხედავად ბევრი ადამიანი ამოდის. წყლის პრობლემა გასულ წელს მოგვარდა და იმედია, წელსაც გვექნება სიახლეები, _ ამბობენ გომისმთის მობინადრეები.
მათივე თქმით, პირველი რაც ხელისუფლევბამ კურორტზე უნდა გააკეთოს ელექტროენერგიაა:
_ სატელეფონო ანძებიც არ დგას და ესეც პრობლემაა, _ აღნიშნეს გომისმთაზე მყოფებმა, რომლებიც დამსვენებლის მოლოდინში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მოყვანით არიან დაკავებულები.