თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, აქცია მიმდინარეობს.
გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა.
აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ: ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომა; მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიება; ყველა იმ მოძალადის დაკავება და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა, რომლებიც ლექსო ლაშქარავას დაესხნენ თავს, ასევე, ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობაში მიცემას.
ცნობისთვის, დღეს „TV პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ის ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვისზეც 5 ივლისს იძალადეს.
ავტორი: თეო როსტიაშვილი