შპს „ჭორვილას რიტუალების ცენტრის“ ხელმძღვანელის თამაზ სამხარაძის საკუთრებაში ორი მიწის ნაკვეთი და ორი საცხოვრებელი სახლია. ამის შესახებ სამხარაძის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
კერძოდ, თამაზ სამხარაძის საკუთრებაშია სოფელ ჭორვილაში მდებარე, 2016 წელს, 2200,00-ლარად ნაყიდი 1700,00 კვ.მ -ის ფართობის მიწის ნაკვეთი.
თბილისში, 2010 წელს, 38000,00-დოლარად შეძენილი 34, 60,00 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელი სახლი ვაჟა- ფშაველას 4კვარტალში.
ასევე, 1637,00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი სოფელ შორვილაში, რომელიც მას 1500,00-ლარად 2006 წელს შეუძენია და 299,90 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელი სახლი ამავე სოფელში, რომელიც მისთვის 2007 წელს უჩუქებიათ.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციიდან ირკვევა, რომ თამაზ სამხარაძეს შპს „ჭორვილის რიტუალების სახლი“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან, გასულ წელს, 7000,00 ლარის შემოსავალი მიუღია, ხოლო შპს „კომპლექს სერვისის“ მამასახლისის თანამდებობიდან, _ 24000,00 ლარი.
ცნობისთვის, შპს „ჭორვილას რიტუალების ცენტრი“ საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზეა და მისი ხელმძღვანელი საჯარო მოხელედ ითვლება. რაც შეეხება შპს „კომპლექს სერვისს“ ის დიდ ბრიტანეთში, ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული და კომპანია Finsek-ი ფლობს. Finsek-ი კი, ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში არსებული კომპანიაა.
დეკლარაციის შევსების მომენტში, თამაზ სამხარაძეს „ქართუ“ ბანკის სახელფასო ანგარიშზე 6000 ლარი ჰქონდა.