ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ ქონებრივი დეკლარაცია 28 იანვარს შეავსო.
დეკლარაციის თანახმად ოზურგეთის მერი დედასთან, მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს.
შარაშენიძის დედა, როზა გოგუაძე საცხოვრებელ სახლს დ მიწის ნაკვეთს ფლობს ოზურგეთში, იოსებ კეჭაყმაძის ქუჩაზე.
დეკლარაციის თანახმად, შარაშენიძეს პირად საკუთრებაში ქონება არ გააჩნია.
მას და მისი ოჯახის წევრებს საბანკო ვალდებულებები არ აქვთ.
რაც შეეხება შემოსავლებს _ დეკლარაციის მიხედვით, კონსტანტინე შარაშენიძემ მერის თანამდებობაზე მუშაობით, გასულ წელს 2650 ლარი მიიღო.
დოკუმენტით ირკვევა რომ 2017 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 31 მაისამდე ერთდროულად ორ თანამდებობას იკავებდა _ ასოციაცია “ატუს“ კოორდინატორის თანამდებობიდან მისი შემოსავალი 5 თვეში 11250 ლარი იყო; ხოლო შპს. “ბურჯში“ კოორდინატორად მუშაობისთვის 7500 ლარი გადაუხადეს.
შარაშენიძის მეუღლის, რუსუდან მდინარაძის შემოსავალი გასულ წელს 3168 ლარიო იყო _ მდინარაძე ა(ა)იპ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში მუშაობს.
შარაშენიძის დედის, როზა გოგუაძის შემოსავალმა გასულ წელს 5949,49 ლარი შეადგინა _ გოგუაძე საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა.
შარაშენიძეს გასულ წელს გასავალიც ჰქონდა _ ოზურგეთის მერმა, შვილის, გოდერძი შარაშენიძის სწავლისთვის 2900 ლარი გადაიხადა და 3000 ლარით საკუთარი საარჩევნო კამპანია დააფინანსა.