ათი მიზეზი, რის გამოც გარეგნულად ქალბატონებს ასაკი ემატებათ:
- ადრეული ჭაღარა – ის შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
- მოდუნებული კისერი – კისრის კანი ძალიან თხელია და ყველაზე მეტად არის მიდრეკილი დაბერებისაკენ.
- მოუვლელი ხელები – ქალების ასაკს ყოველთვის ხელები ამხელს! ამიტომ ხელის მოვლას ყოველთვის დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ.
- ასაკის შეუფერებელი ჩაცმულობა.
- მკვეთრი მაკიაჟი – მკვეთრი და გაჯერებული მაკიაჟი უფრო მეტად ასაკოვანი ქალებისთვის არის დამახასიათებელი.
- “ბებიების პარფიუმი” – თუ ახალ არომატში იგრძნობა, რომ თქვენი ასაკისთვის შეუფერებელია და დისკომფორტს იწვევს, სჯობს არ გამოიყენოთ.
- ნაოჭები – მათი თავიდან აცილება უფრო იოლია, ვიდრე მოშორება. აუცილებელია გამოვიყენოთ მზისდამცავი კოსმეტიკა და რეგულარულად დავატენიანოთ კანი.
- მოდუნებული სხეული – საჭიროა დაკავდეთ სპორტით, მასაჟით. გამოიყენოთ ანტიცელულიდური საცხები.
- ძლიერი რუჯი – გარდა იმისა, რომ ყავისფერი ასაკს მატებს, ზედმეტი რუჯი ვნებს კანს და ხელს უწყობს სწრაფ დაბერებას.
- დაღლილი გამომეტყველება – ჩამქრალი თვალები, დანაღვლიანებული მზერა – ყოველთვის ასაკს მატებს.