ჩოხატაურში დიდთოვლობის შედეგებს ებრძვიან.
ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე “გურია ნიუსთან” საუბრის დროს ამბობს, რომ ამ დროისთვის შიდა გზების გაწმენდა მიმდინარეობს.
“2 დღიანი უხვი ნალექის მიუხედვად, ამ დროისთვის, ელექტროენერგია მიეწოდება ყველა სოფელს. ყველა სოფლის ცენტრალური გზა გაწმენდილია და ვწმენდთ შიდა გზებს”,_ ამბობს შარაშიძე.
ინფორმაციისთვის, უხვმა თოვლმა ელექტროგადამცემ სისტემას ისევ პრობლემები შეუქმნა. თოვლმა ხეების წაქცევა გამოიწვია, რის გამოც დაზინდა დენის სადენები და გუშინ დილას მაღალმთიანი სოფლების ნაწილი დენის გარეშე დარჩა, თუმცა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა დღის ბოლომდე მოხერხდა.
[sexy_author_bio]