მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა ნიკოლოზ მაჭუტაძემ გურიის მიტროპოლიტ იოსებ კიკვაძეს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით აცნობა, რომ მ/წ 9 დეკემბერს იმართება რუსული კულტურის ცენტრის საწინააღმდეგო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა მეცნიერები, ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ატლანტიკური საბჭოს წევრები.
მაჭუტაძეს სურს, რომ ი. კიკვაძე წარსდგეს ერთ-ერთ მომხსენებლად თემაზე, თუ როგორ იყენებს რუსეთი თავის კულტურას და რელიგიას პროპაგანდისტული მიზნებისთვის. ამ ეტაპისთვის მიტროპოლიტს პასუხი არ გაუცია.
“ნამდვილად მივწერე შემოქმედელ მიტროპოლიტს ზუსტად ამ შინაარსით ტექსტი. ვადასტურებ სრულად. ცნობისთვის: ეს კონფერენცია მართლაც გავმართეთ, თბილისში, სასტუმრო რუმსში. შემოქმედელი მიტროპოლიტი არ დასწრებია ამ კონფერენციას. ძალიან კარგი მოხსენებით გამოვიდა ეპისკოპოსი მელქისედეკი. კონფერენციას ესწრებოდნენ მეცნიერები, პოლიტიკოსები, მედია-მენეჯერები, ექსპერტები…”, _ ამბობს მაჭუტაძე.
[sexy_author_bio]