“სატრანსპორტო დანაშაულის სტატისტიკა წლიდან-წლამდე მატულობს” _ ეს განცხადება ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პეტრე სალუქვაძემ, ჩოხატაურში, ხელოვნების სასახლეში გააკეთა, სადაც შეკრებილ საზოგადოებას ავტომობილის გადაჭარბებული სიჩქარის შედეგებზე ფილმიც აჩვენა და საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით, სიტუაცია საგანგაშოა და ამაზე ყველა მძღოლი უნდა დაფიქრდეს.