მეტროსადგურმა „წერეთელმა“ ესკალატორების ტექნიკური ხარვეზის გამო მუშაობა დროებით შეაჩერა.
წარმოქმნილი ხარვეზის გამო, საბურთალოს ხაზზე მოძრავი მეტროს მატარებლები აღნიშნულ სადგურს გაჩერების გარეშე გადიოდნენ.
როგორც სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, შესაბამისმა სამსახურებმა დროულად შეძლეს ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრა და თბილისის მეტროს ორივე ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.