ამ წუთებში მეტროსადგურ “ვარკეთილთან” სახანძრო სამსახურია მობილიზებული. მეტროსადგურის ბაქანზე დგას კვამლის სუნი.
როგორც “გურია ნიუსს” თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ განუცხადა, სადგური დროებით მგზავრებს ვერ ემსახურება.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში კი ამბობენ, რომ მეტროსადგურში მოკლე ჩართვა მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.