თბილისში მდებარე 131-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ხვალამდე შეწყდა.
მიზეზი ელექტრო ენერგიის გაყვანილობის გაუმართაობაა, რის შედეგადაც, სკოლაში მოკლე ჩართვა მოხდა.
როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პირველადი ინფორმაციით, 131-ე სკოლაში სადენებზე მოკლე ჩართვის შედეგად დაკვამლიანება მოხდა. ფაქტზე გამოძიება 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს “ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჩადენილი ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.