https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა მოხდა თბილისში, „დინამოს“ სტადიონზე, 1977 წლის 23 ივლისს

7:07; 23.07.2017
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

ლიტვის პრესის ცნობით, წარსულში ცნობილმა არბიტრმა  რომუალდას იუშკამ, ვილნიუსში  ჟურნალისტებს მოუთხრო თავისი ბიოგრაფიის სხვადასხვა საინტერესო და დრამატულ ეპიზოდების შესახებ.  იუშკამ გაიხსენა, თუ რა მოხდა თბილისში, “დინამოს” სტადიონზე, 1977 წლის 23 ივლისს, “დინამოსა” და ვოროშილოვგრადის “ზარიას” მატჩის ბოლოს.  საბჭოთა ცენზურის პირობებში, სსრკ-ს ყოფილ რესპუბლიკებში, თბილისის სტადიონზე  მომხდარ  მოვლენასთან დაკავშირებით მასმედიაში არაფერი იწერებოდა. სამაგიეროდ, დასავლეთის რადიოსადგურები ჯერ კიდევ 1977 წლის ივლისში გადასცემდნენ თბილისში მომხდარ ინციდენტზე. 

ამ ამბავს, იხსენებს და აღწერს ქართველი ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორიაც.

“მე, დღევანდელ დღესავით მახსოვს ის, რაც 1977 წლის 23 ივლისის გვიან საღამოს ხდებოდა „დინამოს“ სტადიონზე _ ვესწრებოდი იმ შეხვედრას. მაშინ 17 წლის ვიყავი.

 1977 წლის  23 ივლისს, თბილისის დინამოელები სსრკ-ს ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იყვნენ (პირველზე კიევის „დინამო“იყო). იმ თამაშს “ზარიასთან”, დაახლოებით, 60 ათასი კაცი  ესწრებოდა _ მაშინ „დინამო“ 80 ათასამდე მაყურებელს იტევდა და 1970-ნი წლების ბოლოს, დასწრების საშუალო მაჩვენებლით (68 ათასი), სსრკ-ში პირველ ადგილს და ევროპაში კი, ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებდა. თბილისში მაყურებელი ყოველთვის გამოირჩეოდა ობიექტურობითა და სტუმრებისადმი პატივისცემით, მაგრამ იმ დღეს, მეორე ტაიმში, მთელი სტადიონი რამდენჯერმე, რამდენიმე წუთის მანძილზე ერთხმად სკანდირებდა რუსულად:  „სუდია, პიდ…», რადგან იმ მატჩის არბიტრი რომუალდას იუშკა, უბრალოდ, “ვერ ამჩნევდა“ ყიფიანის, გუცაევის, მანუჩარ მაჩაიძის, დარასელიას, შენგელიასა და სხვა ჩვენი ფეხბურთელების მიმართ „ზარიას“ მცველების უხეშ მოქმედებებს, ასევე, „ვერ შენიშნა“, რომ სტუმართა მცველებმა, მეორე ტაიმში, საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს ორჯერ ხელით ითამაშეს.

ახლახან კი, ბატონმა იუშკამ ლიტვაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „თამაშის ბოლოს მან ჩასტვინა, მაგრამ დინამოელებმა გააგრძელეს შეტევა და რევაზ ჩელებაძე საჯარიმო მოედანზე წაიქცა, შემდეგ დინამოელებმა პენალტი მოითხოვეს და ამით დაიწყო მაყურებელთა უკმაყოფილება და გამოსვლები“. არა, პატივცემულო რომუალდას: მაყურებლების უკმაყოფილება დაიწყო ჯერ კიდევ  მეორე ტაიმის დასაწყისში, როცა დინამოელებმა მოუმატეს ტემპს და მწვავედ შეუტიეს “ზარიას”, სტუმრები კი ხშირად უხეშად არღვევდნენ წესებს და ბატონმა იუშკამ რამდენიმეჯერ ეს ვერ შეამჩნია “ვითომ”. რაც შეეხება მატჩის ბოლოს – საჯარიმოში ერთ-ერთი დინამოელის დაცემის შემდეგ, იუშკამ  რატომღაც მისცა თამაშის დასრულების სასტვენი, თუმცა, სათამაშო კიდევ 2 წუთი იყო დარჩენილი (ტაბლოზე ასე ეწერა). ამან აღაშფოთა მაყურებელი. სასტვენის ხმაზე მინდორზე გადმოხტა ერთი გულშემატკივარი და შეეცადა, არბიტრისათვის დაერტყა, მაგრამ „დინამოს“ ფეხბურთელებმა და მილიციის თანამშრომლებმა აღკვეთეს ფანის მცდელობა.

რ. იუშკას თქმით, საფინალო სასტვენის შემდეგ, თითქმის ნახევარი სტადიონი დაიძრა მოედნისაკენ. სინამდვილეში კი, მოედანზე, მაქსიმუმ, ხუთი ათასამდე მაყურებელი თუ გადავიდა პირველი იარუსიდან, დანარჩენი კი, მათ შორის მე და მამაჩემი, ტრიბუნებზე დავრჩით. მაყურებელი არა იმდენად კონკრეტულად ამ მსაჯის, იუშკას მიერ დაშვებული უხეში შეცდომების გამო იყო აღშფოთებული, არამედ, მათი თქმით, ეს მრავალჯერ მომხდარა, როცა მსაჯები ავიწროვებდნენ თბილისის დინამოელებს და ქართველი ქომაგების გარკვეული ნაწილი ამას აღიქვამდა საკავშირო ფედერაციისა და მოსკოვის ჩინოვნიკების მითითება-მცდელობად: არ დაეშვათ თბილისელების გამარჯვება სსრკ-ს ჩემპიონატში.

მას შემდეგ, რაც ფეხბურთელები და მსაჯები მილიციის დაცვით გავიდნენ გასახდელში, მინდორზე გადმოსულ მაყურებელთა ნაწილი არ ტოვებდა მოედანს, არ იძვროდა ადგილიდან ტრიბუნებზე მყოფი ათიათასობით მაყურებელიც. სტადიონის ბილიკებზე და მოედანზეც მოხდა რამდენიმე ინციდენტი ფანებს და მილიციისა და შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურეებს შორის, მაყურებელთა ნაწილი ბოთლებს ისროდა მათი მიმართულებით, რამდენიმე მილიციელი, ჯარისკაცი და ქომაგი დაშავდა _ სხვადასხვა მონაცემებით, 20-40 კაცი. სიტუაციის დაძაბვის გამო, რადიოგადამცემით მაყურებელს ლეგენდარულმა კომენტატორმა კოტე მახარაძემ მიმართა. მან თქვა, რომ მატჩი გაპროტესტებულია და სთხოვა მაყურებელს, დაეტოვებინათ სტადიონი, ბატონ კოტეს, პატივისცემის ნიშნად ტაშიც დაუკრეს, მაგრამ ხალხი არ ტოვებდა მოედანსა და ტრიბუნებს. შემდეგ, მოედანზე გამოვიდა ქომაგების კერპი, დავით ყიფიანი, მაგრამ ფანებმა იგი ხელში აიტაცეს და ფრთხილად და თბილად გაიყვანეს მოედნიდან გასახდელისკენ. მაყურებელი ითხოვდა შეხვედრის გადათამაშებას და მსაჯების დისკვალიფიკაციას.

მაყურებელს დაშლის თხოვნით  მეგაფონით მიმართა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის იმდროინდელმა პირველმა მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ, მაგრამ არავინ ტოვებდა არც მოედანს და არც ტრიბუნებს. ჩემ გვერდით, მეორე იარუსზე მსხდომებმა თქვეს, რომ ალბათ, ჯარის დამატებით ნაწილს შემოიყვანენო სტადიონზე. მამაჩემმა მითხრა, ჯობია წავიდეთ, რადგან მას კარგად ახსოვდა 1956 წლის 9 მარტის მოვლენები თბილისში, ამიტომ, 1977 წელს სტადიონზე მყოფი უფროსი თაობის წარმომადგენლები ფიქრობდნენ, რომ მოსკოვი კვლავ გამოიყენებდა ჯარს ხალხის დასაშლელად. როცა დინამოს სტადიონზე მყოფი მაყურებელთა ნაწილი ფიქრობდა ასეთ ცუდ შესაძლო სცენარზე, ბევრისთვის მოულოდნელად, შევარდნაძემ დატოვა სამთავრობო ლოჟა, გადავიდა ტრიბუნებზე, შემდეგ მინდორზე და მაყურებელს სიტყვით მიმართა _ ის სთხოვდა მათ, დაშლილიყვნენ. ეს მოულოდნელი და გასაკვირი იყო, რადგან იმ დროს სსრკ-ში, მათ შორის საქართველოშიც, არ იყო მიღებული კომპარტიის ლიდერების მოულოდნელი გამოსვლა მასაში.

“დინამოს”  სტადიონის მოედანზე გამოსვლის ეპიზოდი, შევარდნაძემ მოგვიანებით, 2006 წელს თბილისში ქართულ ენაზე გამოცემულ თავის მემუარებში, „ფიქრი წარსულსა და მომავალზე“ აღწერა. ის წერს: „ვნებათაღელვა მსაჯის შეცდომებმა გამოიწვია. ამას ისიც დაემატა, რომ მან, თამაშის დასასრულს მოწინააღმდეგის კარში პენალტი არ დანიშნა. არ ვიცი, განზრახ გააკეთა ეს, თუ უნებლიეთ, მაგრამ სტადიონის ტრიბუნები თითქოს ჩამოინგრა. ათასობით მაყურებელი მინდვრისკენ გაიჭრა, რომ არბიტრი დაესაჯა. ძლივს მოვახერხეთ მსაჯის  დამალვა სტადიონის მიწისქვეშა ოთახში და მაშინ გულშემატკივრების რისხვა წესრიგის დამცველებს დაატყდა თავს. ქვებს ესროდნენ სამთავრობო ტრიბუნასაც, სადაც მე ვიჯექი. ორჯერ მივმართე მაყურებელს მეგაფონით, შევპირდი, რომ ყველაფერს გავარკვევდით, მაგრამ ამაოდ. არავითარი არგუმენტი აღარ ჭრიდა. საჭირო იყო შოკისმომგვრელი მოქმედება. იძულებული გავხდი, ტრიბუნიდან პირდაპირ ხალხში გავსულიყავი (ეს, უფრო გადახტომა იყო), ამას ნამდვილად არავინ ელოდა. რამდენიმე თანამშრომელი გამომყვა. ჩემთვის მოულოდნელად, მაყურებელმა გზა მომცა და პირდაპირ მინდორზე გავედი. მთელი მოედანი ახალგაზრდებით იყო სავსე. “ბიჭებო, _ მივმართე მათ, _ ხომ ხედავთ, თქვენთან ვარ, მსაჯებს კი ჩვენ მოვუვლით”, _ ეს ვთქვი და გასასვლელისკენ გავემართე. ჩემთვის მოულოდნელად, ეს უზარმაზარი მასა მე გამომყვა. გაგანია ზაფხული იყო და დიდი სიცხე იდგა, თან  “გამცილებელთა” ცხელი სუნთქვა მდევდა, სული მეხუთებოდა. ჩემი ტანსაცმელი ოფლით ისე გაიჟღენთა, რომ იტყვიან, გასაწური იყო. ნახევარი კილომეტრი ვიარე სტადიონიდან, მეტი აღარ შემეძლო, სუნთქვა მიჭირდა და გარშემომყოფთ მივმართე: „გამიგეთ, უბრალოდ, ცუდად ვარ, სადაცაა წავიქცევი“… ეტყობა, ადამიანის ფერი  აღარ მედო. ახალგაზრდებმა წრე გააკეთეს და ამოსუნთქვის საშუალება მომცეს. შემდეგ თანდათანობით დამშვიდდნენ და ნელ-ნელა დაიშალნენ კიდეც. გადაჭარბების გარეშე უნდა ვთქვა: იმ დღეს, სტადიონზე დიდი სისხლისღვრა ავიცილეთ“. ეს არის, რაც ედუარდ შევარდნაძემ დაწერა მემუარებში 2006 წელს.

რაც შეეხება ბატონ რ.იუშკას, ასეთ გამოცდილ არბიტრს, 35 წლის შემდეგ შეეძლო, ნაწილობრივ მაინც ეღიარებინა თავისი უხეში შეცდომები, რომელმაც, სამწუხაროდ, დაძაბა სიტუაცია თბილისის სტადიონზე. ბუნებრივია, მე არ ვემხრობი მაყურებლების ფეხბურთის მოედანზე არასანქცირებულ გადასვლას და მსაჯების ფიზიკურ ანგარიშსწორებას, სადაც არ უნდა იყოს ეს: თბილისში, ვილნიუსში, მადრიდში, მიუნხენსა თუ სხვაგან, მაგრამ გამოცდილი მსაჯების უხეშ შეცდომებს არანაირი გამართლება არ აქვს და მით უფრო, მათ მცდელობას, 20-35 წლის შემდეგ იმართლონ თავი და შეცდომები არ აღიარონ. მითუმეტეს, რომ იმ მატჩის შემდეგ, შესაბამისმა საკავშირო საფეხბურთო ინსტანციებმა დისკვალიფიკაცია მისცეს რ.იუშკას 1977 წლის ბოლომდე, მაგრამ მატჩი “ზარიასთან” გადათამაშებული არ ყოფილა და ძალაში დარჩა ფრე, 0-0. 1978 წლიდან, იუშკა კვლავ მსაჯობდა სსრკ უმაღლესი ლიგის მატჩებს და ევროპის საკლუბო ტურნირებისა და ევროპის ჩემპიონატის ნაკრებების შეხვედრებს, თუმცა მას აღარ ნიშნავდნენ არბიტრად თბილისში ჩასატარებელ მატჩებზე. ესეც გასაგებია.

იმ მატჩში მონაწილე გუნდები შემდეგი შემადგენლობები თამაშობდნენ.

 “დინამო” თბილისი – “ზარია” ვოროშილოვგრადი _ 0: 0

“დინამო”: გოგია, ხიზანიშვილი, კანთელაძე (დარასელია, 25),  ხინჩაგაშვილი, კოსტავა, გოჩა მაჩაიძე, მანუჩარ მაჩაიძე, ქორიძე, გუცაევი (შენგელია, 58), ყიფიანი, ჩელებაძე

“ზარია”: ტკაჩენკო, პინჩუკი, მალიგინი, იგნატენკო, რაბოჩი, ჟურავლიოვი, კუზნეცოვი, ანდრეევი, სოროკალეტი(კობზარევი, 78), კუკსოვი, სემიონოვი.

წყარო

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

10:45; 14 იანვარი, 2026
ისტორია

“ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

15:02; 12 იანვარი, 2026
ისტორია

“ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

12:35; 4 იანვარი, 2026
ისტორია

გურული ისტორიები

10:27; 18 დეკემბერი, 2025
ისტორია

შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

11:36; 15 დეკემბერი, 2025

"მიყვარს ჩემი სამშობლო, ჩემი ეკლესია, მაგრამ ბოლო დროს რაღაც მოვტყდი"

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

ყველა სიახლე

პოლიტიკა

პარლამენტმა „გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

20:09; 3.02.2026
საზოგადოება

საშიშია თუ არა გაზქურით სახლის გათბობა

20:01; 3.02.2026
საზოგადოება

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

18:05; 3.02.2026
პოლიტიკა

პარლამენტმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა

17:57; 3.02.2026
პოლიტიკა

პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

17:49; 3.02.2026
პოლიტიკა

რამდენი კოლეჯის და პროგრამის შემოხაზვა შეეძლებათ აბიტურიენტებს წელს უმაღლესი სასწავლებლების გარდა

17:23; 3.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:44; 3.02.2026
ფინანსები

არ გამოგრჩეთ, საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორზე“ რეგისტრაცია დღეს სრულდება

15:52; 3.02.2026
ფინანსები

ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:30; 3.02.2026
სამართალი

სირაძე: „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს, 15 პირს ბრალი წარედგინება – მათ შორის 3 ე.წ. კანონიერი ქურდია

15:20; 3.02.2026
საზოგადოება

რა გაძვირდა იანვარში ყველაზე მეტად

14:44; 3.02.2026
საზოგადოება

არალეგალური სასაკლაოები- სეს-მა ობიექტები დააჯარიმა და საწარმოო პროცესი შეუჩერა

14:20; 3.02.2026
სამართალი

რუსთავის ქალთა ციხეში 70 წლის პატიმარი გარდაიცვალა

13:07; 3.02.2026
საზოგადოება

მობილური ტელეფონების, პლანშეტების გამოყენება, საჯარო სკოლების მსგავსად, კერძო სკოლებშიც აიკრძალება

12:20; 3.02.2026
საზოგადოება

ოზურგეთი ნოტარიუსის გარეშე

12:03; 3.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო