ჩემო მეგობრებო!
დღეს, 21 იანვარს ახალმთვარეობაა!
და ამაღამ 00:56 წუთზე კატა კურდღლის წელი შემობრძანდება, ამიტომ გავაცილებთ უკვე ვეფხვის წელს მადლიერებით
და დავხვდებით კატა კურდღელს.
დღეის ჩათვლით დაბადებული ბავშვები ვეფხვის წელში დაბადებულები არიან.
ხოლო ამაღამ 00:56 წუთიდან დაბადებულები იქნებიან კატა კურდღლის წელში.
მინდა, მთელი გულით გისურვოთ ბედნიერება თქვენს ოჯახებს, ხვავი ბარაქა, სიხარული, სიყვარული, უფლის მფარველობა სრულიად საქართველოს და მთელ დედამიწას… _ წერს მიხეილ ცაგარელი სოციალურ ქსელში.