რუსული ჯარები ხერსონის ოლქის სკადოვსკში შევიდნენ, საკრებულოს კომპიუტერული სისტემები ამოიღეს და მერს მოუწოდეს არ გამართოს პროუკრაინული აქციები. ამის შესახებ Ukrinform-ს სკადოვსკის მერმა ალექსანდრე იაკოვლიევმა განუცხადა.
“მანამდე რუსული ჯარები ქალაქში არ იმყოფებოდნენ. ისინი დღეს დილით მოვიდნენ. სამხედროებმა ქალაქი უკვე დატოვეს და თავიანთი მოთხოვნები წამოაყენეს”, – თქვა იაკოვლიევმა.
მერმა მოსახლეობასთან ვიდეომიმართვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსმა სამხედროებმა ერთადერთი პირობა დააყენეს – არ გამართონ აქციები.
“გასაგებია, რომ ეს მდგომარეობა რთულია. ჩვენ ყველას გვჯერა, რომ სკადოვსკი უკრაინაა. მაგრამ ახლა იარაღით ჯარისკაცები ვართ გარშემორტყმული და დღეს ასეთ პირობებს გვკარნახობენ. მესმის, რომ ყველა გაბრაზებულია, მაგრამ მინდა, რომ ყველამ გაიგოთ რა არის სასწორზე. ეს არის რეალურად სიმშვიდე, რამდენადაც ახლა შესაძლებელია, ჩვენს ქალაქში. მოვუწოდებ ყველას, რომ სიმშვიდე შეინარჩუნონ“, – დასძინა იაკოვლიევმა.