ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა პეტიციით მიმართეს, რითაც საკრებულოს სთხოვენ, განიხილოს სარეკრეაციო ტრიტორიებსა და საზოგადოებრივ სივრცეში განაშენიანების წესი.
“ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არ არის განსაზღვრული სარეკრეაციო ტერიტორიების და საზოგადოებრივ სივრცეებში განაშენიანების რეგულირების წესი. ამ სახის ნორმატიული აქტის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა არ არსებობს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და განაშენიანების გეგმა. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები მოვითხოვთ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი „ 86–ე მუხლის მე–4 პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად განიხილოთ წარმოდგენილი პეტიცია _ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სარეკრეაციო ტერიტორიებსა და საზოგადოებრივ სივრცეებში განაშენიანების რეგულირების წესის შესახებ დადგენილების პროექტი”, _ ნათქვამია პეტიციაში.
აღნიშნული საკითხი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განიხილეს.
პეტიციის წარმდგენი პირები არიან: თამაზ ტრაპაიძე, თამარ ხომერიკი, ირაკლი პაპავა, ლევან ხინთიბიძე, გრიგოლ მახარაძე, თამარ კალანდარიშვილი, სოფიკო კალანდაძე, ლევან მჟავანაძე, ზვიად ერაძე, ირმა შარაშიძე.
აღნიშნულ პეტიციას ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, 21 მარტს, 12:00 საათზე, განიხილავს და შემდგომ პროცედურებს განსაზღვრავს.