ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საქართველოს პირველ ეტაპზე „ფაიზერის“ ვაქცინის მიღების შესაძლებლობა აქვს.
„აქ საჭიროა (მინუს) -70 გრადუსი, შენახვის პირობების აუცილებლობა, ამის რესურსი ქვეყანას გააჩნია, თუმცა არა იმ რაოდენობით, რომ მთლიანად შევძლოთ ამ ტიპის ვაქცინის უზრუნველყოფა, შენახვა და შემდეგ მოსახლეობისთვის მიწოდება. ასეთი ინფრასტრუქტურა გვაქვს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში და ბათუმში. დაახლოებით 100 ათას მოქალაქეზე საჭირო ვაქცინის შენახვის საშუალება. ეს არის დაახლოებით, 200 ათასი ვაქცინა, თუმცა სხვა მიმართულებითაც მიდის მუშაობა. პირობა რჩება ის, რომ აუცილებლად ჯანმოს (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია) ავტორიზება უნდა ჰქონდეს ამ ვაქცინას, რომ იყოს შენარჩუნებული მისი მაღალი ხარისხი და რისკები მინიმალიზებული“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.