ჩოხატაურში, ინტელექტუალური თამაშის – “რა ? სად ? როდის?” სასკოლო მუნიციპალური ტური ჩატარდა. თამაში 3 დეკემბერს, შუა ამაღლების საჯარო სკოლაში გაიმართა და მასში 17 გუნდი მონაწილეობდა.
თამაშს უძღვებოდა საპატიო სტუმარი გიორგი მოსიძე.
პირველ ადგილზე გავიდა ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის გუნდი ,,BON MOT”, საპატიო მეორე ადგილი _ მასპინძელი სკოლის გუნდმა, ხოლო მესამე ადგილი – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.