დღეს, ლანჩხუთში, ახლადდაფუძნებული გურიის რეგიონის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა.
სხდომას, რომელსაც გრფფს პრეზიდენტი დავით მუჯირი უძღვებოდა, აღმასკომის უკლებლივ ყველა წევრი ესწრებოდა.
დღის წესრიგი სამი საკითხით განისაზღვრა. პირველ საკითხად აღმასკომმა გრფფს ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილი ჩოხატურის ბახმაროს წარმომადგენლის ბენია თავბერიძის კანდოდატურა განხილა, რომელსაც ერთხამდ დაუჭირეს მხარი.
მეორე საკითხი განერალური მდივნის არჩევას მიეძღვნა და აღმასკომის წევრთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, იგი ლანჩხუთის საკრებულოს წევრმა და ბავშვთა საფეხბურთო კლუბის დირექტორის მოადგილემ თემურ ალექსაიამ დაიკავა.
რაც შეეხება მესამე საკითხს, აქ დავით მუჯირმა 2017 წლის სამოქმედო გეგმა წარმოადგინა, რაც აღმასკომის წევრთა თანხმობით დამტკიცდა.