ცოტა ხნის წინ, აშშ-ში, ჯონ ჰოპკინსის კლინიკამ შეიმუშავა საკვებთა სია, რომელთა მიღების შემთხვევაშიც სიმსივნის რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი.
ხილი და ბოსტნეული შეიცავს მნიშვნელოვან ფიტოქიმიურ ნივთიერებებს, რომლებსაც ანტიოქსიდანტის ეფექტი გააჩნიანთ. ჯონ ჰოპკინსის კლინიკის ექიმები სიმსივნის თავიდან ასაცილებლად გვთავაზობენ შემდეგ ხილს: ვაშლი, მოცვი, ჟოლო, მარწყვი, ალუბალი, ლიმონი, ფორთოხალი და კივი.
სასარგებლო ბოსტნეულში ეგრეთწოდებულ ჯვაროსან ბოსტნეულს გვირჩევენ: ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი და ისპანახი.
სასარგებლო ბოსტნეულის სიაში შედის ჭარხალი და პომიდორი.
რეკომენდირებულია ყავისფერი ბრინჯი და წიწიბურა. ასევე თეთრი პურის მიღება.
თევზის მიღება კვირაში 3-ჯერ შეამცირებს სიმსივნის უჯრედების გავრცელებას ორგანიზმში და რაც მთავარია დიდი რაოდენობით წყალი.
ავტორი