ისინი, ვინც ხანგრძლივად და ხშირად იცავენ ნახშირწყლებით ღარიბ დიეტას, სერიოზული დაავადებების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ დგებიან. კვების რაციონში ნახშირწყლების მკვეთრმა დეფიციტმა, შესაძლოა, გამოიწვიოს თირკმელების მუშაობის სერიოზული დარღვევები.
ასეთი დიეტა ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადების, დიაბეტის, ინსულტისა და კიბოს ზოგიერთი სახეობის განვითარების რისკს. მას ხანმოკლე გვერდითი მოვლენებიც ახასიათებს, კერძოდ: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლა, თავის ტკივილი, გულ-სისხლძარღვთა საერთო სისუსტე, იმუნიტეტის დაქვეითება და ასე შემდეგ.
ნახშირწყლებს დიდი რაოდენობით შეიცავს: კარტოფილი, შაქარი, მაკარონი, ბურღულეული, პური, არაჟანი, ქიშმიში. ამიტომ, მათი მთლიანად გამორიცხვა მენიუდან ძალიან საშიშია ჯანმრთელობისთვის.
ავტორი