თავით თამაში ფეხბურთის დროს ჩვეულებრივი რამაა. მაგრამ ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევებისას, რომლის დროსაც გამოყენებულ იქნა დიაგნოსტიკის წარმოსახვითი კომპიუტერული მეთოდი და სპეციალური ფსიქოლოგიური (კოგნიტური) ტესტები, შემაშფოთებელი შედეგები დაფიქსირდა იმასთან დაკავშირებით, თუ რამხელა საშიშროებას წარმოადგენს ბურთისთვის თავის დარტყმა რამდენჯერმე.
ალბერტ აინშტაინის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტში (აშშ) მოღვაწე მკვლევარების თქმით, ეს ზრდის ტვინის ტრამვის რისკს და აქვეითებს გონებრივ შესაძლებლობებს.
დაკვირვების შედეგად მსგავსი ტრამვა აღენიშნათ იმ მოყვარულ მოთამაშეებს, რომლებიც წელიწადში 1000-1500-ჯერ ურტყამდნენ ბურთს თავს.
ამ რაოდენობის დარტყმებს პროფესიონალი ფეხბურთელი მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში ასრულებს.