ოზურგეთში, ერთ-ერთ რესტორანში, პოლიციელის ცემის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.
ეს გადაწყვეტილება დღეს ოზურგეთის რაიონულმა სასამართლოს მოსამართლემ მიიღო, რომელსაც დაკავებულების ადვოკატი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს _ ის არ ეთანხმება პროკურატურის ბრალდებებს და მოსამართლის გადაწყვეტილებას.
ზემოთ ხსენებულ კონფლიქტში ასევე მონაწილეობდა ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე დავით შარაშიძე _ იგი 30 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
































































