ესპანეთში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, რომელიც თითქმის 18 წელს გრძელდებოდა, დადგინდა, რომ ჭიქა ყავის მირთმევით ჩვენ არა მარტო სიამოვნებას ვიღებთ, სიცოცხლესაც ვიხანგრძლივებთ.
ჩატარებულ გამოკვლევებში 19 896 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა საშუალო ასაკი 2009 წლისთვის 37,7 წელი იყო.
მათ კითხვარი შეავსეს ყავის მოხმარების, ცხოვრების წესის, საკვები ჩვევებისა და ჯანმრთელობის შესახებ. ათი წლის შემდეგ იგივე მონაწილეებმა ხელახლა შეავსეს კითხვარი. ამ ხნის განმავლობაში 337 ადამიანი გარდაიცვალა.
მონაცემთა შესწავლის შემდეგ მეცნიერებმა საინტერესო აღმოჩენა გააკეთეს:
დღეში 4 ჭიქა ყავის მოხმარება სხვადასხვა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის რისკს 64%-ით ამცირებს.
დღეგრძელობის საიდუმლო ანტიოქსიდანტ პოლიფენოლშია, რომელსაც ყავის მარცვლები შეიცავენ.
თუმცა ამ კვლევის შედეგებმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ბრიტანელმა პროფესორებმა განაცხადეს, რომ პირდაპირი კავშირი ყავის სმასა და დღეგრძელობას შორის არ არსებობს და ამისთვის ადამიანმა ჯანმრთელი ცხოვრების წესით უნდა იცხოვროს, მაგრამ ყავის მოყვარულებს ალბათ ნამდვილად გაახარებთ ამ ინფორმაციის მოსმენა.