მთავრობა კვების ობიექტებს გარკვეული შეღავათები დაუწესა. როგორც ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ სავარაუდოდ, სარესტორნო ბიზნესი ყველაზე სწრაფად აღდგება.
კვების ობიექტები 2020 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან. ასევე, მათ საშემოსავალო გადასახადი წლის ბოლომდე გადაუვადდებთან.
ამასთან, კვების ობიექტები საკრედიტო საგარანტიო სქემაში ჩაერთვებიან:
“რაც გულისხმობს, რომ სახელმწიფო 30 პროცენტში თანაუზრუნველყოფაში დაუდგება ამ ობიექტებს გვერდში და საბანკო არსებული სესხების რესტრუქტურიზაციის დროს. ხოლო ახალი სესხების მოზიდვის დროს 90 პროცენტს თანაუზრუნველყოფას ჩვენს თავზე ავიღებთ”- განაცხადა თურნავამ.