ოზურგეთის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გაცხარებული ჩხუბისას, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მარიკა ჩხიკვიშვილმა, სიტყვიერი დაპიროსპირებისას , ნაციონალ შალვა თავდიშვილს წასძახა, ძიმითში 1ლარად უამრავი ქონება გაქვს დათრეულიო. კონკრეტულად კი მიწის ფართობებზე მიუთითა.
_ჩვულებრივი მატყუარა ხარ, ცრუ გოგო. არ გრცხვენია, რომ იტყუები…“_შეეპასუხა თავდიშვილი.
ჩვენ ვკითხეთ მარიკა ჩხიკვიშვილს, შეეფერებოდა თუ არა სიმართლეს, მისი ნათქვამი.
_უიაფესად აქვს შეძენილი სოფლის ცენტრში და იქეთაც, საახლობლოს სახელზე. ეს იქ იციან.
_ვინ იცის? თუ დაასახელებთ. და რას ნიშნავს უიაფესად, 1 ლარად გაქვს შეძენილიო, უთხარით…
_უიაფესად აქვს ნაყიდი.
_რამდენი ჰექტარი აქვს ნაყიდი?
_ჰექტარი არა, კომერციულ ფართად რომ გამოდგება, ისეთი მიწაა, სოფლის ცენტრში. ასევე საყანე ფართობი…
_თქვენ პრივატიზაციის პერიოდში, მიწის რეფორმისას, სულ უსასყიდლოდ მიზომილ ფართობებზე ხომ არ ამბობთ?
_ არ ვიცი, უიაფესად აქვს შეძენილი, იციან იქ.
_იქ, ძიმითში იმასაც ამბობენ, რომ აქვს უწესიერესი ოჯახი, არის 4 საუკეთესო ვაჟიშვილის მამა.
_კი , ბატონო, ოჯახს არ შევეხები. ნამდვილად კარგი ოჯახი ჰყავს, _ განაცხადა ჩხიკვიშვილმა.
შალვა თავდიშვილმა კი სრული სიცრუე უწოდა მარიკა ჩხიკვიშვილის ნათქვამს:
_ჩვეულებრივი მატყუარა, ცრუ გოგოა. არაფერი არ გამაჩნია, მამის დანატოვარი სახლის, საყანე ფართობის და სათხილეს გარდა. ესეც მიწის რეფორმის დროს, როგორც ყველას, მამაჩემსაც ჩვეულბრივად გადასცეს საკუთრებაში. გეუბნებით, ცრუა, ცრუ გოგა, აი ასე დაწერეთ. , _ გვითხრა თავდიშვილმა.