https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა შეიძლება იყოს მეწყრული მოვლენის შესაძლო გამომწვევი მიზეზები ხარაგაულში- რა წერია დასკვნაში

17:02; 2.10.2025
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფლები ხემაღალი და ღვერკი  მეწყერული პროცესებისგან ინგრევა.

მდგომარეობის შესწავლის მიზნით, კომპლექსური საინჟინრო – გეოლოგიური კვლევა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, კომპანია „გეოლოჯიქსმა“ ჩაატარა.

რას შეიძლებოდა გამოეწვია მეწყრული პროცესები, რის გამოც ორივე სოფელი ინგრევა – ამის შესახებ გეოლოგების დასკვნაში ვკითხულობთ:

“ჩატარებული კვლევების შედეგების გაანალიზების საფუძველზე, შეგვიძლია ვიმსჯელოთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხემაღალის და სოფელ ღვერკის ტერიტორიაზე განვითარებული გეოლოგიური მოვლენის – მეწყრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით.
მოცემულ შემთხვევაში მეწყრული მოვლენის გამომწვევი მიზეზის განსაზღვრისთვის, თავდაპირველად ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტორებს, რომლებიც მეწყრის წარმოქმნისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნიან. ზოგადად, მეწყრული მოვლენის წარმომქმნელი ფაქტორები შეიძლება იყოს როგორც ბუნებრივი ასევე, ხელოვნური ან/და ორივე ერთდორულად ბუნებრივი ფაქტორებით მეწყრული მოვლენის წარმოქმნა დაკავშირებულია ფერდობზე არსებული ძვრის საწინააღმდეგო ძალების ბუნებრივ შესუსტებასთან გრავიტაციულ ძალებთან მიმართებით. აღნიშნულის განმაპირობებელი ბუნებრივი ფაქტორები შემდეგია: კლიმატური ფაქტორები; მიწისქვეშა ბიძგები (მიწისძვრა); ფერდობის დახრილობის ბუნებრივი ზრდა; ფერდობის ამგები ქანების და გრუნტების ფიზიკურ-მექანიკური თვისებების ბუნებრივი გაუარესება; ზედაპირული წყლის ნაკადების და მდინარეების მიერ ფერდობებზე გამოწვეული ეროზიები; მიწისქვეშა წყლების ზემოქმედება (სუფოზია, კარსტი) და სხვა; მეწყრული მოვლენების განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობას ქმნის ფერდობის ამგები ქანების შრის წოლის ელემეტების (დაქანების აზიმუტი, დახრის კუთხე) თანხვედრა ფერდობის ექსპოციციასა და მისი ზედაპირის დახრილობასთან; შრეთა დანაოჭების გართულებული სტრუქტურების (ტექტონიკური რღვევა, მიკრო ნაოჭები, გადაღუნვები) არსებობა, რის გამოც ქანებში მნიშვნელოვნად არის დარღვეული სტრუქტურული კავშირი; ფერდობის ლითოლოგიური აგებულება, როდესაც ფერდობის ამგებ მასივში გვხვდება სუსტი ქანებიც (მაგ: თიხები, მერგელები), რომელთა სიმტკიცის მაჩვენებლები განსაკუთრებით ქვეითდება წყალთან ურთიერთქმედებისას და ასე შემდეგ.
ხელოვნური ფაქტორები კი შესაძლებელია იყოს ფერდობის ძირისა თუ სხვადასხვა ნაწილების დამუშავება/ექსკავაცია; მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული ბიძგები (გრუნტების ექსკავაცია სანგრევი ჩაქუჩებით, აფეთქებით); ფერდობზე დინამიური და სტატიკური დატვირთვებვის გაზრდა და სხვა.
ჩამოთვლილი ფაქტორებიდან რამდენიმე მათგანის არსებობაც კი ხელსაყრელ გარემოს ქმნის მეწყრული მოვლენის განვითარებისთვის. ამ შემთხვევაში კი გამოკვლეულ ფერდობზე, ზემოთ ჩამოთვლილი ბუნებრივი ფაქტორებიდან თითქმის ყველა ფაქტორი ფიქსირდება.
რაც შეეხება ხელოვნურ ფაქტორებს და მათ შესაძლო როლს მეწყრული მოვლენის განვითარებაში, აქ შეგვიძლია ვიმსჯელოთ შემდეგ გარემოებებზე: არსებული სიტუაციის მიხედვით მეწყრული ფერდობის დასავლეთ ნაწილში განხორციელებულია ფერდობის ძირის ექსკავაცია. ამ მონაკვეთში გადის სარკინიგზო მაგისტრალი და ფერდობის ძირის ექსკავაციაც ამ სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს უკავშირდება. ჩამოჭრილი ფერდობის სიმაღლე დაახლოებით 15 მეტრია, სიგრძე კი დაახლოებით 150 მეტრი. ძირითადად ექსკავირებულია კლდოვანი გრუნტები სხვადასხვა ხარისხის გამოფიტვის ზონებში. მცირე ნაწილში კი ექსკავაცია განხორციელებულია პალეომეწყრული ფერდობის ძირში, ამ ნაწილში ფერდობის ძირის მოხსნისთანავე წარმოიქმნა შედარებით მცირე ზომის მეწყრული მოვლენა. დღეისათვის კი ფერდობის მდგრადობის შენარჩუნებისთვის საჭირო ღონიძიება გატარებულია და ფერდობის ექსკავირებულ ნაწილში გრუნტების დეფორმაციის ნიშნები არ ფიქსირდება. უნდა აღინიშნოს, რომ ფერდობზე ახლა წარმოქმნილი მეწყრული მოვლენა არ მოიცავს ფერდობის ექსკავირებულ ნაწილს, მეწყერული სხეულის ძირი ფერდობის ექსკავირებული ნაწილიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 200 მეტრის მოშორებით მდებარეობს, მეწყრის ძირის ჰიფსომეტრული ნიშნული კი დაახლოებით 10 მეტრით მაღლაა ექსკავირებული ფერდობის თავის ჰიფსომეტრულ ნიშნულზე. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ჩამოჭრილი ფერდობის ზედაპირი დასავლეთური ექსპოზიციისაა, მეწყრული ფერდობის ექსპოზიცია კი სამხრეთულია, რომელსაც ემთხვევა მეწყრის გადაადგილების მოწყობით გამოწვეული რელიეფის ცვლილების უარყოფით როლს საკვლევ მეწყერთან მიმართებაში.
ჭრილები მრავლად ფიქსირდება ფერდობის სხვადასხვა ნაწილში, რომელიც საავტომობილო გზების ვაკისის მოწყობის თუ რეაბილიტაციის პროცესშია წარმოქმნილი. ეს ჭრილები სხვადასხვა დროს არის მოწყობილი და ზოგიერთ უბანზე კლდოვანი ქანების, ზოგიერთ უბანზე კი გრუნტების ექსკავაციაა განხორციელებული. ასეთი ჭრილების მოწყობა მათი ზომისა და სიმაღლის გათვალისწინებით მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას ვერ მოახდენდა ფერდობის საერთო მდრადობაზე.
ყურადღებას იქცევს ფერდობზე (ქვედა ნაწილში) არსებული ერთერთი საავტომობილო გზის გასწვრივ მოწყობილი ჭრილი ვინაიდან, ამ გზის ღერძი დალებაც.
აღნიშნული გარემოებები ფაქტობრივად გამორიცხავს სარკინიგზო ჭრილის მეწყრის ძირის კონტური თითქმის მთელ სიგრძეზე ემთხვევა ერთმანეთს გეგმაში.
ასეთი გარემოება ზოგადად ახდენს ხოლმე უარყოფით ზეგავლენა ფერდობის საერთო მდგრადობაზე იმ თვალსაზრისით, რომ ექსკავაციის დროს ხდება ფერდობის ამგები ქანების შრის ან შრეთა დასტის ჩაჭრა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ზემოთაღნიშნული გზის ღერძის გასწვრივ ფერდობის ამგები ქანების შრეები და დასტები მდინარე ყარნებას გეოლოგიური მოქმედების (ეროზიის) შედეგად არის ჩაჭრილი გეოლოგიურ წარსულში და მრავალი საუკუნის განმავლობაში ფერდობი ამ პირობებში იმყოფებოდა. ამასთანავე, ადგილობრივებთან საუბრის დროს მიღებული ინცორმაციის თანახმად, ფერდობზე აღნიშნული გზა რამდენიმე ათეული წლის წინ გაიჭრა. აღნიშნული გარემოებები კი გამორიცხავს ამ გზის ჭრილის მოწყობით გამოწვეული რელიეფის ცვლილების უარყოფით როლს საკვლევ მეწყერთან მიმართებაში.
კიდევ ერთი ხელოვნური ფაქტორი, რომელიც ამავე ფერდობების ძირის ჩამოჭრას უკავშირდება შესაძლოა იყოს გრუნტების ექსკავაციის მეთოდი. იმ შემთხვევაში თუ ექსკავაცია განხორციელებულია სანგრევი ჩაქუჩების გამოყენებით ან აფეთქების მეთოდით – ძლიერი მუხტების გამოყენებით, თეორიულად დასაშვებია, რომ მექანიკური ზემოქმედებით წარმოქმნილ ბიძგებსა და ვიბრაციებს უარყოფითი ზეგავლენა მოეხდინა ფერდობის საერთო მდგრადობაზე.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენთვის უცნობია კონკრეტულად რა პერიოდში და რა მეთოდებით განხორციელდა ჭრილების მოწყობა (გრუნტების ექსკავაცია). ამიტომ, მეწყრის წარმოქმნასთან მათ დაკავშირებას უტყუარად ვერ შევძლებთ. ისინი თეორიული დაშვების დონეზე უნდა იყოს განხილული შესაძლო ხელოვნურ ფაქტორებად და არა მეწყრული მოვლენის გამომწვევ ძირითად მიზეზად.
სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში ასევე, გაყვანილია სარკინიგზო გვირაბები რომლებიც საკვლევი ფერდობიდან საკმაოდ დიდი მანძლით არის დაშორებული. ფერდობის ჩრდილო-დასავლეთით არსებულლი გვირაბი დაახლოებით 1.8 კილომეტრის მოშორებით, ხოლო სამხრეთით არსებული გვირაბი დაახლოებით 2.6 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ამასთანავე, გვირაბსა და საკვლევ ფერდობს შორის ორივე შემთხვევაში რელიეფში ღრმად ჩაჭრილი ბუნებრივი ხევებია ჩამოყალიბებული, რითაც ბუნებრივად არის ჩაჭრილი (ჩახერხილი) ტერიტორიის ამგები ქანები. ამ გარემოებისა და დიდი მანძილის გამო გვირაბის გაყვანის დროს აფეთქების მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, მექანიკური ზემოქმედებით წარმოქმნილი ბიძგების გავრცელება საკვლევ ფერდობამდე ვერ მოხდებოდა. შესაბამისად საკვლევ ფერდობთან მიმართებაში უარყოფით გავლენას ვერ მოადხენდა.
ამრიგად, ჩატარებული კომპლექსული კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე ცხადია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხემაღალის და სოფელ ღვერკის ტერიტორიაზე განვითარებული მეწყრული მოვლენის წარმოქმნა უკავშირდება გრავიტაციულად დაძაბულ ფერდობზე მისი ამგები გრუნტების წონასწორობის დარღვევას. ფერდობი დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა ზღვრულ გაწონასწორებულ (მყიფე წონასწორობის) მდგომარეობაში და მიდრეკილი იყო მეწყრული მოვლენის განვითარებისკენ საბოლოოდ კი მეწყრული მოვლენის წარმოქმნა ძირითადად ბუნებრივმა ფაქტორებმა განაპირობა. ეს ფაქტორები შემდეგია: ფერდობის ამგები ქანების შრის წოლის ელემეტების (დაქანების აზიმუტი, დახრის კუთხე) თანხვედრა, ფერდობის ექსპოზიციასა და მისი ზედაპირის დახრილობასთან; მორფოლოგიური ფაქტორები (ფერდობის მაღალი ბუნებრივი დახრილობა); ლითოლოგიური ფაქტორი, (ფერდობის ამგებ მასივში გვხვდება დაახლოებით 40 მეტრის სიმძლავრის (სისქის) თიხოვანი გრუნტებით წარმოდგენილი ფენა, რომლის სიმტკიცის მაჩვენებლები განსაკუთრებით ქვეითდება წყალთან ურთიერთქმედებისას, ანუ თიხები წყალში სწრაფად დაშლადია); ჰიდროგეოლოგიური ფაქტორი (ფერდობზე გაყვანილი 8 ჭაბურღილიდან 7 ჭაბურღილში გრუნტის წყალი გამოვლინდა 3.95 – 14.0 მეტრის სიღრმემდე, გრუნტის წყლის გამოსავლები მრავლად ფიქსირდება ფერდობის სხვადასხვა ნაწილში); ტექტონიკური ფაქტორი (მეწყრულ ფერდობს კვეთს ტექტონიკური რღვევის ხაზი, რის გამოც ფერდობის ამგები გრუნტებში მნიშვნელოვნად იქნება დარღვეული სტრუქტურული კავშირი); ამასთანავე მოვლენის მომზადებაში მნიშვნელოვანი როლი გააჩნია ზედაპირული ატმოსფერული ნალექის ინფილტრაციის პროცესს ფერდობის ამგებ გრუნტებში”,_ წერია დასკვნაში.

რაც შეეხება გეოლოგების რეკომენდაციებს მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის ასეთია: ამ ეტაპზე არ შეიძლება მდინარე ყარნებას ჩაკეტილი მონაკვეთის გაწმენდა მძიმე ტექნიკით — ეს საფრთხეს გაზრდის. მეწყრის არეალში მცხოვრები მოსახლეობა დაუყოვნებლივ უნდა გადავიდეს უსაფრთხო გარემოში. სოფლებისკენ მიმავალი გზები უნდა ჩაიკეტოს. აკრძალული უნდა იყოს ქვეითად გადაადგილება როგორც ფერდობზე, ისე ხეობაში. ფერდობზე არსებული სკოლის ფუნქციონირება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

გაზიარება2Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

20:37; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

შეკვეთილის პლაჟზე ახალგაზრდა ქალი დაშავდა — ადგილზე სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული

18:58; 13 სექტემბერი, 2026
მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

08:50; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12 სექტემბერი, 2026

სარგებელი თქვენი ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია დაიწყო

DRI: სუს-ის ახალმა უფროსმა მამუკა მდინარაძემ არა ერთი მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა

ყველა სიახლე

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

20:37; 13.09.2026
საზოგადოება

შეკვეთილის პლაჟზე ახალგაზრდა ქალი დაშავდა — ადგილზე სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული

18:58; 13.09.2026
მსოფლიო

ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

18:13; 13.09.2026
სამართალი

ავარია რუსთავში: ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

17:34; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
0

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო