ცესკოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა, სადაც ხმის მიცემის პროცედურები განმარტეს და ასევე ცესკოს სპიკერმა იმ დეტალებზე ისაუბრა, რა შემთხვევაში გამოცხადდება ბიულეტენი ბათილად.
„საარჩევნო უბანზე მისვლისას, ამომრჩეველს გადაეცემა ერთი საარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც, მან უნდა შემოხაზოს მისთვის სასურველი, მხოლოდ ერთი კანდიდატის რიგითი ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატის რიგითი ნომერი, გადახაზულია ყველა კანდიდატი, ან არც ერთი კანდიდატის რიგითი ნომერი არ არის შემოხაზული, ასეთი ბიულეტენი გაბათილდება და არ ჩაითვლება ნამდვილ ხმებში. ხმის მიცემა ფარულია, დაუშვებელია ამომრჩევლის ნებაზე ნებისმიერი სახის კონტროლი, ამას გარდა, დაუშვებელია საარჩევნო კაბინაში ფოტო–ვიდეო გადაღება“, _განაცხადეს ცესკოში.
ცნობისთვის, საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით დილის 8 საათზე გაიხსნა და კენჭისყრის პროცედურა საღამოს 20 საათზე დასრულდება.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 2 კანდიდატი იღებს მონაწილეობას.