ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 25 შემთხვევაა გამოვლენილი.
კლინიკაში მკურნალობას ექიმების გადაწყვეტილებით და ტესტის შედეგის მიხედვით, აგრძელებს პირველი პაციენტიც, ვისაც საქართველოში შემოსვლისას კორონავირუსი აღმოაჩნდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, იმ კრიტერიუმის შესახებ ისაუბრა, რა შემთხვევაშიც კორონავირუსის მქონე პაციენტებს კლინიკიდან გაწერენ.
„გაწერის კრიტერიუმი არის ის, რომ ტესტის პასუხი 2-ჯერ ზედიზედ უნდა იყოს უარყოფითი“,_ თქვა გამყრელიძემ.