დღეს, 15:00 საათზე “გირჩი” სამოქმედო გეგმისა და გაზეთის პრეზენტაციას გამართავს, თუმცა, მანამდე პარტიამ გაზეთის პირველი გვერდი გამოაქვეყნა.
გირჩის განცხადებაში წერია, რომ გაზეთის სპეციალური გამოშვების _ ,,სამეფოს დაბადება“ _ აღება შესაძლებელია პარტიის ოფისში.
,,შეიტყვეთ ყველა ის სიახლე, რაც ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე მწიფდებოდა გირჩში, ექსკლუზიურად მხოლოდ გაზეთში “მეტი თავისუფლება”
ასევე, გაიგეთ, რა გზით აპირებს გირჩი სიარულს, თუ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება ვერ შედგება!!!
გაზეთის გვგამოქვეყნებულ გვერდზე კი იკითხება სამოქმედო გეგმა, რა შემთხვევაში შევლენ პარლამენტში. „გირჩი“ ბოიკოტის რეჟიმს შეწყვეტს და შევა საქართველოს პარლამენტში, თუ „ქართული ოცნება“ დათანხმდება შვიდი საკითხიდან ერთ-ერთის სრულყოფილად გადაწყვეტას:
. ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით;
. კერძო საშუალო განათლება (კერძო სკოლები) სრულად გათავისუფლდება სახელმწიფო რეგულირებისგან;
. რაიონული პოლიციის შერიფები აირჩევიან პირდაპირი წესით მოსახლეობის მიერ;
. პირველი ინსტანციის მოსამართლეები აირჩევიან პირდაპირი წესით ხალხის მიერ და ბრალდებულებს ექნებათ უფლება, თავად აირჩიოს, რომელი მოსამართლე გაასამართლებს მას, არჩეული თუ დანიშნული;
. ქვეყანაში დაშვებული იქნება მულტისავალუტო რეჟიმი;
. რესტიტუცია – ოპოზიციასთან შეთანხმებული პუნქტების შესაბამისად;
. მოხდება მარიხუანას სრული ლეგალიზაცია;