შესაძლოა დიეტას იცავთ, მაგრამ საკვების მიღების დოზას სათანადოდ ვერ აკონტროლებთ. სასურველია, ფაფა მომცრო ჯამით მიირთვათ.
შესაძლოა შვრიის ფაფა უშაქროდ, წყალზე მოამზადეთ, მაგრამ მას კარაქის მოზრდილი ნაჭრითა და კალორიული დანამატით მიირთმევთ. მაგალითად: შოკოლადის სიროფი, ბანანი ან ჯემი.
ფაფაში შეგიძლიათ დაამატოთ მხოლოდ ერთი კონკრეტული პროდუქტი: ქიშმიში, თხილი, ვაშლი ან სხვა. თუ რამდენიმეს ერთად შეურევთ, კერძი ზედმეტად კალორიული გამოვა.
მართალია, ბევრად გემრიელია, მაგრამ სამაგიეროდ, ძალიან კალორიულიც. თუ წონის დაკლება გაქვთ გადაწყვეტილი, ეცადეთ, ფაფა წყალზე მოამზადოთ, ან უცხიმო რძე გამოიყენოთ.
თუ ვერ ჭამთ დაუმტკბარ ფაფას, შეეცადეთ, შაქარი – თაფლით ჩაანაცვლოთ.


































































