დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მამა გიორგიმ დაწერა და მე პროკურორებს გადავეცი ასეთი ჩანაწერი: თუ მქონდა ციანიდი და თუ ვაპირებდი პატრიარქის, შორენას თუ სხვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლას, მაშინ ამ წყევლით იცხოვროს ჩემმა შთამომავლობამ, თუ არა და თქვენმა.
ამის შესახებ რამიშვილმა ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა აღნიშნა რომ მამა გიორგიმ პროკურორები დაწყევლა.
რამიშვილი ვარაუდობს, რომ „შესაძლოა, ასე საუბარი სასულიერო ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია“.