ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ავტომობილებით მგზავრობაზე დაწესებული შეზღუდვა, რომელიც 3 კაცის მგზავრობას ითვალისწინებს, მხოლოდ ტაქსებზე გავრცელდება.
როგორც პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო უწყებათა შორის საბჭოს სხდომაზე განაცხადა გრძელდება შეზღუდვები საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლაზე. სავაჭრო მოლები დახურული რჩება და დახურული რჩება სპორტულ- გამაჯანსაღებელი ცენტრებიც.