ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.
შეიზღუდა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს; სრულად შეიზღუდა ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები; ასევე, ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას.
საკოორდინაციო საბჭომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მიმართა რეკომენდაციით, სექტემბრიდან, კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნესცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინით ერთი აცრის ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე.
კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვებია 23:00 საათამდე. საჯარო უწყებებს მიეცათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მივმართავთ კერძო სექტორს.