დღეს საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართება. პროცესზე ამჯერადაც ექსპერტები გამოიკითხებიან.
დაცვის მხარე პროცესების დაჩქარებული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით შუამდგომლობას დააყენებს.
“ჩვენ დავაყენებთ შუამდგომლობას სასამართლოში, რომ პროცესები რაც შეიძლება დაჩქარებული წესით ჩატარდეს. სააკაშვილს რაც შეეხება, იგი ვერ მიიღებს პროცესებში მონაწილეობას მისი გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. მას აქვს ამის სურვილი, ოღონდ ფიზიკურად ვერ შეძლებს”, – თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.
პროცესის პარალელურად 11:00 საათზე სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და პოლიტიკოსები შეიკრიბებიან.
წყარო: mtavari.tv