სულ რამდენმე დღეში, საქართველოში ადგილობრივი თვითმმარველობის არჩევნები გაიმართება _ საქართველოს მუნიციპალიტეტებში და ქალაქებში _ მერებს, ასევე, საკრებულოების შემადგენლობას ავირჩევთ.
წლევანდელი არჩევნები საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე ტარდება; ამასთან, უკვე მეორე არჩევნებია, რომელიც საქართველოში პანდემიის პირობებში იმართება. სწორედ საკანონმდებლო ცვლილებებს, ამომრჩევლისთვის სავალდებულო რეგულაციებს და სხვა მნიშვნელოვან პროცედურულ საკითხებს შევეხებით გადაცემაში “გურია ნიუსის“ სტუმართან ირმა პავლიაშვილთან საუბრისას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის “ღია სივრცე _ კავკასია“ (COS) თავმჯდომარეა.
გადაცემა მომზადებულია ორგანიზაცია „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა ((USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით.