ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) თვალს ადევნებს კიდევ ერთ ახალ COVID-19 ვარიანტს.
EG.5.1, მეტსახელად ერისი, დაემატა ჯანმო-ს SARS-CoV-2 ვარიანტების მონიტორინგის სიას.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი შტამი სწრაფად ვრცელდება, როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე აშშ-ში და ამ ქვეყნებში ინფიცირებული ადამიანების ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების ზრდა გამოიწვია.
ინგლისში, ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ახალ შტამს აქვს ომიკრონის მსგავსი სიმპტომები. კერძოდ, ის იწვევს
ცხვირიდან გამონადენს ან პირიქით, სუნთქვის გაძნელებას, თავის ტკივილს, დაღლილობას, ცემინებას, ყელის ტკივილს, ხველას და ყნოსვის შეგრძნების ცვლილებებს.
რეკომედაციები კი კოვიდის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევაში, იგივე რჩება, რაც ძველი შტამების დროს. კერძოდ, დადებითი ტესტის პასუხის ქონის შემთხვევაში, დარჩით სახლში. გააუმჯობესეთ ვენტილაცია თქვენს სახლში. ატარეთ ნიღაბი N-95 ან სხვა მაღალი ხარისხის ნიღაბი თუ სხვა ადამიანებთან ერთად ცხოვრობთ. თვალყური ადევნეთ სიმპტომებს და დაუკავშირდით თქვენს ჯანდაცვის პროვაიდერს. მიიღეთ მედიკამენტები და მკურნალობა დადგენილი წესით. დაისვენეთ და გამოიყენეთ ურეცეპტო მედიკამენტები ისეთი სიმპტომების სამართავად, როგორიცაა თავის ტკივილი. დაიცავით ჰიგიენა, როგორიცაა ხელების ხშირი დაბანა და საერთო ზედაპირების გაწმენდა.