360 ათასი ლარი დაიხარჯა წინა კომისიის მუშაობისთვის, მაშინ, როდესაც შედეგი იყო ნულოვანი. ახალმა კომისიამ 40 000 ლარი დახარჯა იმაში, რომ საქართველოს კონსტიტუციის სრულიად ახალი რედაქცია გვქონოდა, _ ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯომარემ ირაკლი კობახიძემ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
„ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ პროცესი იყო ძალიან რაციონალურად დაგეგმილი. ჩვენ დავზოგეთ ჩვენი გადამხედელების თანხები იმით, რომ რაციონალურად მივუდექით ამ ყველაფერს“, _ განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე მედიის წარმომადგენლებს კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ამ წუთებში ხვდება.