ქალთა საფეხბურთო კლუბმა “ლანჩხუთმა”, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპები წარმატებით გადალახა, ირკვევა, რომ 60 000 ევრო უკვე გამოიმუშავა, _ ამის თაობაზე ინფორმაციას სპორტული საიტი croco.ge ავრცელებს.
“ამ მომენტისთვის გურულებმა 40 000 ევრო გამოიმუშავეს 2 ტურში მონაწილეობისთვის. ვინაიდან ქართველ გოგონებს მესამე მატჩიც ელით (1/16 ფინალი), შეიძლება ითქვას, რომ ამ მომენტისთვის 60 ათასი ევრო გამომუშავებული აქვთ”, _ ვკითხულობთ croco.ge-ზე.