გურიის სამხარეო ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, ადამისტრაციის თანამშრომლებს აპარატის ახალი უფროსი, ნიკა ბოლქვაძე წარუდგინა.
გავრცელებული ცნობით, ნიკა ბოლქვაძე 2022 – 2025 წლებში იკავებდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობას. აქვს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
ინფორმაციისთვის, ნიკა ბოლქვაძის დანიშვნამდე აღნიშნულ თანამდებობას ბექა ჩხიკვიშვილი იკავებდა. ბექა ჩხიკვიშვილმა აღნიშნული პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც ახალი შეთავაზება მიიღო და ახლა ოზურგეთის ახალი მერის მოადგილეა.



































































